საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიების ხელშეწყობა“ გამოაცხადა.

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 30 000 ლარს და მისი მიზანია მოზარდების ემოციური, გონებრივი და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა; სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენისთვის შესაბამისი გარემოს
შექმნა; არაფორმალური სახელოვნებო განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა; უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაწესებულებებისთვის პოტენციური პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კონკურსი ჩატარდა სახელწოდებით „საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა“. კონკურსის ბიუჯეტი შედაგენდა 25 000 და მის ფარგლებში დაფინანსდა 4 პროექტი, რომელმაც მოიცვა 145 ბენეფიციარი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.

კონკურსში შესაძლებელია უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომელიც:

ა) ხელს უწყობს არაფორმალური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას;

ბ) ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 10 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge
ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციები შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 599 02 01 98.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 28 ივნისისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების
ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

��
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh

��
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau

��
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/OJhXC4i

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მანტას ადომენასს შეხვდა
შემდეგი სტატიაComCom: 2021 წელს ტელეკომ ოპერატორების შემოსავლები 114 მილიონი ლარით გაიზარდა