საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

ბაღებში არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა ცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა თოლორაიასთან ერთად გაეცნო.

რეკომენდაციების შესრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

2013 წლიდან ზუგდიდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში. აშენდა ქალაქის #2, ანაკლიისა და ახალკახათის საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე, ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.

18 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სამზარეულოს, საპირფარეშოების, სანკვანძების, სასწავლო ოთახების, საძინებელი ოთახებისა და გათბობის მოწყობა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : გუშინ ვნახეთ, როგორ დატოვეს საპატიმროში ქვეყანაზე შეყვარებული ორი პატრიოტი და პროფესიონალი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : სად არის უსაქმური მეცნიერებათა აკადემია?! გამოვიდნენ აკადემიკოსები და დაგმონ ხელისუფლების მოღალატეობრივი და უღირსი საქციელი!