საბავშვო ბაღების თანამშრომელთა მონაწილეობის საკითხს უწყებათაშორისი კომისია განიხილავს

საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ჩართულობა საარჩევნო პროცესში- ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არასამთავრობო სექტორი დააყენებს. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო რესურსები და პარტიული საქმინიანობა ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რელიგიის გამოყენება და იძულება არ უნდა ხდებოდეს რელიგიური უმცირესობების მისამართით. უწყებათაშორისი კომისიის წევრების ინფორმაციით, ყურანზე სავარაუდო დაფიცების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. დღეს კონკრეტულ პასუხს არასამთავრობო სექტორი საგამოძიებო უწყებისგან ელოდება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციის ახალი პროექტი – პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე ერთ დღე დარჩა
შემდეგი სტატიაპარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება