საბავშვო ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად ტესტირება ჩატარდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საკადრო რეზერვის შესაქმნელად ტესტირების ჩატარებას გეგმავს.

ტესტირებას საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, აღმზრდელის და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციების დაკავების მსურველები გაივლიან.

გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პრეტენდენტს შევსებული ჰქონდეს დასაქმების განცხადების ფორმა სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge და ამავე საიტზე დაადასტუროს გამოცდაში მონაწილეობა.

ტესტი შედგენილი იქნება 60 დავალებისგან, რომელთაგან 30 ზოგადი უნარ-ჩვევებს, 30 კი პროფესიულ უნარ-ჩვევების მოიცავს. თითოეულ დავალებას ექნება 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორი იქნება მხოლოდ 1. სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება. ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15 ქულა (25%) იქნება. ტესტირების დასრულების შემდეგ, კანდიდატებისთვის, რომლებიც გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, დადგინდება თითოეულ პოზიციაზე დასასაქმებლად საჭირო ქულათა დიაპაზონი, 15-დან 60 ქულამდე.

ტესტირება იანვარში ჩატარდება, ზუსტი დროისა და მისამართის შესახებ აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS-ის) სახით ტესტირების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ეცნობებათ. დამატებითი ინფრმაციის მისაღებათ იხილეთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ. გვერდი www.kids.org.ge

banner
წინა სტატიაშიკიევში კახა ბენდუქიძის სახელობის თავისუფალი ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაბაღდათის რაიონში ფერმის ნაწილი დაიწვა