საბაუნი 20 მაისამდე სასწავლო პროცესს აჩერებს

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.

“აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.

ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხალხზე ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, სადაც თავპირს ალეწავთ – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაპატივია ყველა მოქნეული ხელი რეჟიმის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში – წითლიძე