“საბას” დაჯილდოების ცერემონია ფრანკფურტში გაიმართა

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა – “საბას” დაჯილდოების ცერემონია დასრულებულია. . დაჯილდოების მე-16 საზეიმო ცერემონია 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში გაიმართა, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა განაპირობა.

საუკეთესო რომანის ტიტული წელს ლაშა ბუღაძის “პატარა ქვეყანამ” მიიღო.

საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტად კი ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები“ დასახელდა. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის ნინო ხარატიშვილმა მიიღო. პრემია ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი რეზო გაბრიაძემ მიიღო.

გამარჯვებული ავტორები, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ, რომელიც მათ თიბისი ბანკმა გადასცა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების ატაშეებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაოპოზიცია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს