26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“საბანკო ოლიგარქიამ ჩაშალა ერთობა, აირჩიეს ფული ეროვნული ინტერესების ნაცვლად”- ლაშა ფარულავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ოპოზიციურ ფლანგზე შექმნილ დაპირისპირებას ეხმიანება და ერთობის ჩაშლაში „საბანკო ოლიგარქიას“ ადანაშაულებს. ფარულავას განცხადებით, კრიტიკის საგანი არის არა კონკრეტულ პოლიტიკოსებზე თავდასხმა, არამედ საუბარია „არაკეთილსინდისიერ ფულზე“.  ამის შესახებ ფარულავამ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.

„მე მინდა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც დაეფუძნება საქმეს. ალიანში იყო ეს მოტივაციები და განწყობები, თუმცა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვის ვესხმით თავს? ვლაპარაკობთ არაკეთილსინდისიერ ფულზე. მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა ერთიან სიაზე და ერთობაზე საარჩევნო დროს. ამაზე ვინ ატეხა პანიკა? – იმ ჯგუფებმა, რომლებიც საბანკო ოლიგარქიას წარმოადგნენ. ამ საბანკო ოლიგარქიამ ჩაშალა ის ერთობა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპული არჩევანი წყდებოდა და ვიღაცებმა აირჩიეს ფული, ეროვნული ინტერესების ნაცვლად. ამით არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები დაზიანდა, ჩვენი ქვეყანა დაზიანდა“,- განაცხადა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაში“ეს ალიანსი თავიდანვე მკვდრად შობილი იყო, გაერთიანებით უფრო მეტი იკარგება” -ირაკლი მელაშვილი
შემდეგი სტატიაგვარამია: არ ვცემ პასუხს და არც გავცემ, სულ რომ შუაზე გასკდნენ