საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა

განათლებისა დ მეცნიერების კომიტეტმა, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ახალი, თანამედროვე საჭიროებებს მორგებული ეფექტური ინსტრუმენტის ამოქმედებას.

კანონში ცვლილების განხორციელების შედეგად ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება. შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში უფრო მცირე დროში შესვლა, კურსდამთავრებულებს დასაქმების კუთხით მოტივაცია გაეზრდებათ. ასევე, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ სტემ საგნებში, სადაც დღეს გამოწვევები არსებობს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

წინა სტატიაშიმეგობარ საქართველოში ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები არიან – აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაკრემლი უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დასაფარად დეზინფორმაციას ავრცელებს – აშშ-ის საელჩო