საბა სორდიას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა

ინდიგოს აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, დაკავებულ ჟურნალისტ საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. მისივე ცნობით, უცნობია, როდის იქნება სასამართლო.

“ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ”- წერს ძველიშვილი.

გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: “დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს — ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა”
შემდეგი სტატიაფავლენიშვილი: პაპუაშვილი იქნება ეს თუ წულუკიანი, ყველა “ოცნების” წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით და ისინი ისტორიაში შესულები არიან როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მტრები და ასე იქნება მომავალშიც