რეჟიმის მიერ დატყვებული საბა სხვიტარიძის ძმა 5000 ლარით დააჯარიმეს – ამის შესახებ თორნიკე სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს.
სხვიტარიძეს გზის გადაკეტვას ედავებიან.
ეხლა დამირეკეს და დამაჯარიმეს 5000 ლარით, თურმე გზას ვკეტავდი 13 თებერვალს 22:00 საათზე.
თურმე პოლიციას ქონდა მანქანით გზა ჩაკეტილი მაგრამ გზა გადაკეტილი არ იყო უბრალოდ ეყენა პოლიციის მანქანები გზაზე, რომლებიც რუსთაველს კეტავდნენ მაგრამ უბრალოდ დააპარკინგეს.
რომ ვუთხარი არ ვიცი, არ ვიყავი იქ თუ არა მაგ დროს, როგორ არ იციო.
მეც ვკითხე 13 თებერვალს სად იყავით 22:00 საათზე გახსოვთ? დუმილის მეტი არაფერი არ ყოფილა.
მხოლოდ 5000 ლარიანი ჯარიმა ფოსტით მოგიტანონ თუ შენ მოხვალო”