„საბა სასტიკად ნაწამები იყო, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სასიკვდილო დაზიანებები ჰქონდა და ბეწვზე გადარჩა — საქმეზე არავინაა დაკავებული, მიუხედაად იმისა, რომ სახელები ცნობილია“ ,— ამის შესახებ ელენე ახობაძემ, სინდისი პატიმრის საბა სხვიტარიძის დედამ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “კომენტარი” განაცხადა.
ინფორმაციისთვის, პროევროპული აქციებზე დაკავებულ პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2025 წლის 3 სექტებერს 2 წელი მიუსაჯა.
საბა სხვიტარიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“. ორგანიზაციის შეფასებით, საბა სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. ამასთან საბა სხვიტარიძე დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.















