21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდა

პატიმრობიდან გათავისუფლებული, საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდა. კადრებს “პუბლიკა” ავრცელებს.

ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას წლითა და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.

საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს- ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიასოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს