საბა ბუაძის განცხადებით, კახა კალაძე კონსტანტინე მორგოშიას ფინანსური სარგებლის მიღებაში ეხმარება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას ფინანსური სარგებლის მიღებაში ეხმარება.

ბუაძის განცხადებით, მორგოშიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა იმის სანაცვლოდ, რომ ის თბილისის მერიასთან სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებდა, რაც მართლა ასე მოხდა და ამის სანაცვლოდ, მორგოშიამ თანხის სახით, ასი ათას დოლაზე მეტი და ასევე, უძრავი ქონების სახით, რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი მიიღო.

„ეს ამონაწერებში და დოკუმენტებში კარგად ჩანს. ასევე, სუსის „კაბელები“ ადასტურებს ამ ფაქტს, სადაც ორი ნეიტრალური მხარე საუბრობს იმაზე, რომ მორგოშია კალაძის მეშვეობით კონკრეტული ფინანსური სარგებლის მიღებას ახერხებს.

ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულ ჯგუფებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მათ კონკრეტულ შემთხვევებში ფინანსური სარგებლის მიღებაში ეხმარება.

ჩვენ თბილისის მერს, კახა კალაძეს მივმართეთ, რომ განმარტებები გააკეთოს ამ უკანონო მშენებლობების ნებართვასთან დაკავშირებით, ამ სავარაუდო კორუფციის ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, მივმართეთ საკრებულოს სარევიზიო კომისიას, რომ კონკრეტულად ამ სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებული მთელი პროცესი და პროცედურები შეისწავლოს,“ – განაცხადა საბა ბუაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ხედვა, რომ ვიწრო დელეგაცია გაეკეთებინა, ჩვენ ავუხსენით, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ არის – დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო