10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

საბა ბუაძე- წარმოგიდგენიათ ისეთი ძალა, რომელიც ხალხს ეუბნებოდეს, მაღიარეთ თორემ ციხეში ჩაგსვამო

“ოცნება” საკუთარ თავს სისტემურ დელეგიტიმაციას უკეთებს” – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კომიკური მდგომარეობაა, რადგან ივანიშვილის გუნდი ხალხს ეუბნება, “მაღიარეთ თორემ ციხეში ჩაგსვამო”.

,,დღეს რამდენიმე რამეს დაუჭირა “ქართულმა ოცნებამ” მხარი, ერთ-ერთი იყო სისტემური დელეგიტიმაციის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სასჯელის შემოტანა, რითაც “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა მთავარი რამ, რომ საკუთარი ტავის ლეგიტიმაციის ვაკუუმში მომქცევი არის თავად “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება” არის ის, ვინც საკუთარი ქცევით, უკანონობით, ნაბიჯებით, რომელიც ქართველი ხალხის ნებას და ისტორიულ არჩევანს უპირისპირდება, დადგა ამ ძალიან დიდი კონფლიქტის წინაშე და “ქართული ოცნება” არის ის ძალა, რომელიც საკუთარ თავს უკეთებს სისტემურ დელეგიტიმაციას.

ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცის თავისუფალი აზრის და გამოხატვის თავისუფლების ამ ფორმით შეზღუდვით მიიღებენ იმას, რაც მათ არ გააჩნიათ, არის უბრალოდ აბსურდი. კომიკური მდგომარეობაა, წარმოგიდგენიათ ისეთი ძალა, რომელიც დადიოდეს და ხალხს ეუბნებოდეს, მაღიარეთ თორემ ციხეში ჩაგსვამო. ეს არის ეს კანონმდებლობა,” – განაცხადა საბა ბუაძემ.

პარლამენტმა 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებებს ითვალისწინებს გრანტების, პოლიტიკური პარტიების, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და აკრძალული პოლიტიკური შემოწირულობის მიღება.

ახალი რეგულაციებით ფართოვდება გრანტის ცნებაც — უცხოური ორგანიზაციებიდან ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებული სახსრები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას უკავშირდება, სახელმწიფოს კონტროლს დაექვემდებარება და მათი მიღება მთავრობის თანხმობას მოითხოვს.

კანონის დარღვევისთვის სასჯელი შესაძლოა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც იყოს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ, 25 მუნიციპალიტეტს, ფინანსური დახმარების მიზნით ბიუჯეტიდან ₾39.1 მლნ გამოუყო
შემდეგი სტატიარობინ ვაგენერი – საქართველოში ავტორიტარული მმართველები ევროპულ მომავალს ანადგურებენ