13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

საბა ბუაძე: სამომხმარებლო ფასებს როგორი აცდენილები არიან ეს ცალკე თემაა, მაგრამ თურმე ნახევარი კილო ყოფილა ის საზომი რასაც ქართული ოჯახი უნდა მოერგოს

“ძლიერი საქართვეო-ლელოს” წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს განცხადებას ეხმაურება.

,,კობახიძეს უთქვამს ნახევარი კილო ხორცი 10 ლარი ღირსო. სამომხმარებლო ფასებს როგორი აცდენილები არიან ეს ცალკე თემაა, მაგრამ თურმე ნახევარი კილო ყოფილა ის საზომი რასაც ქართული ოჯახი უნდა მოერგოს – ნახევარი კილო ხორცი, ნახევარი პური, ნახევარი კოლოფი წამალი, ცალობით ნაყიდი კვერცხი და სანახევრო ცხოვრების ხარისხი. ეს არის ის თამასა რასაც გვთხოვენ რომ დავჯერდეთ.

თუმცა თანაგრძობის და ზრუნვის ხარისხი სანახევროც კი არ გააჩნიათ მათ ვინც ჩვენგან ამ უამბიციო და უპერსპექტოვო რეალობას ნორმად გვასაღებს.

ცნობისთვის, მინიმალური სამედიცინო/ნუტრიციოლოგიური სტანდარტით ოჯახს კვირაში რამდენიმე კილოგრამი ხორცი ჭირდება. სხვა მიზეზებთან ერთად ამიტომაც ჩამოვრჩებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მინიმუმ 7 წლით (ევროკავშირში 81.5 წელია და საქართველოში 74.5 წელი),– წერს სოციალურ ქსელში საბა ბუაძე.

banner
წინა სტატიაშიაპრილის თვეში საქართველოში საწვავი 15-52 თეთრით გაძვირდა
შემდეგი სტატიავინ არის ოთხგზის ნასამართლევი მეუფე-გიორგი ტიგინაშვილის სკანდალური პოსტი