საბა ბუაძე: მივიღე გადაწყვეტილება, მიხეილ კაკაურიძე, რომელიც “ოცნებას” კვორუმის შექმნაში დაეხმარა, ჩვენი რიგებიდან გაირიცხოს

მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.

როგორც საზოგადოებისვის ცნობილია, “ძლიერი საქართველო” და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს მიერ, 2024 წლის ნოემბერში.

სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან”, – წერს საბა ბუაძე.

ზურაბ აბ­აშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებითა და მისი სასამართლო პროცესის დახურული ხასიათით
შემდეგი სტატიასენატორი შაჰინი: ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა