საბა ბუაძე – დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო აუცილებლად წავა ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში

დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო აუცილებლად წავა ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღევანდელი მარშის მთავარ სათქმელს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოხატავს.

“ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში, სადაც უსაფრთხოება დაცულია და არის კეთილდღეობა. ეს განწყობა, რომელიც დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე სუფევს, აუცილებლად გადაითარგმნება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვებაში. ამ უამრავი ადამიანის უკან არსებული გაცილებით მეტი ადამიანი საბოლოოდ უარს ეტყვის იმ ძალას, რომელიც არის მთავარი დაბრკოლება ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის, განვითარების და მშვიდობის გზაზე”, -განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, 27 ოქტომბრის დილა იქნება ძალიან ამაღელვებელი და საზეიმო, ვინაიდან “საქართველო მიტაცებულ სახელმწიფოს დაიბრუნებს”.

“ჩვენ დავიბრუნებთ განვითარების პერსპექტივას და იმ ინსტიტუტებს, რომელსაც ივანიშვილი 12 წლის განმავლობაში ძირს უთხრიდა. ჩვენ გავიღვიძებთ ევროპულ საქართველოში. იმ საქართველოში, რომელიც ევროპაში გაწევრიანების გზას შეუქცევადად დაადგება”, – განაცხადა ბუაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: 26 ოქტომბერს ეს სიმახინჯე უნდა დავასრულოთ
შემდეგი სტატიამა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნის სთორი instagram-ზე