საბა ბუაძე – დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა

დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა და ჩვენთვის ამ ტერიტორიის ეს ნაწილი სადავო ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ივერი მელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანთან ეს პრობლემატურ საკითხად რჩება და უმჯობესი იქნება, ხელისუფლებამ მოაგვაროს.

„მე ვერ გეტყვით, მე თვითონ არ ვარ კარტოგრაფი, ამიტომ ამ რთულ სამეცნიერო დეტალებში შესვლა გამიჭირდება, თუმცა ის, რომ ადამიანებს სრულიად აბსურდული ბრალდება წაუყენეს და იქ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, დადასტურებით შემიძლია გითხრათ.

დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა და ჩვენთვის ამ ტერიტორიის ეს ნაწილი სადავო ნამდვილად არ არის, თუმცა სამწუხაროდ, აზერბაიჯანთან ეს პროცესი არ არის ბოლომდე მიყვანილი. კარგი იქნება თუ ხელისუფლება საკუთარ ძალისხმევას ამ მწვავე საკითხების მოგვარებას დაუთმობს და არა საქართველოში პოლიტიკური დევნის გაძლიერებას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ივერი მელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესის დაწყება პირდაპირ იმის მტკიცებით, რომ რაღაც შენია, არასწორია და საქმეს აფუჭებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება რაღაც ეტაპიდან უნდა დაიწყოს.

„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა გოგორიშვილი – ერთადერთი, რასაც ივერი მელაშვილი დემონსტრირებს, არის პატიოსნება, პრინციპულობა
შემდეგი სტატიასარჯველაძე – არ შეიძლება, საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის საკითხი – დავით გარეჯი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდეს