საბა ბუაძე: ჩვენ დავასრულეთ ალეკო ელისაშვილზე კომენტარების კეთება, მას შემდეგ რაც ის „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

„ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, ძალიან ცოტა დრო რჩება, რათა პოლიტიკური შეთანხმება იქნას მიღწეული და ჩვენ ეს კრიზისი დავასრულოთ. ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ ახალი არჩევნების გარეშე ამ კრიზისის გადალახვა არის შეუძლებელი. ოპოზიციაში ძირითადი პოზიციები უკვე შეჯერებულია, თუმცა კონსულტაციები სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ იქნება ერთი გაფართოებული შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გვექნება საუბარი იმ სტრატეგიაზე, რომელი სტრატეგიითაც ვაპირებთ, გავაგრძელოთ ეს პოლიტიკური პროცესი და ამ ჩიხიდან ერთობლივად გამოსვლა- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ვაფასებთ
შემდეგი სტატიაედუარდ მარიკაშვილი: გავრცელებული მასალები მონტაჟია და მისი გასაჯაროებით პროკურატურას კონკრეტული ინტერესი ჰქონდა