საბა ბუაძე: ბოიკოტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ველაპარაკებით „ქართულ ოცნებას“

„ლელო“ წარსულშიც და ახლაც ძალიან მნიშვნელოვან, პოზიტიურ როლს თამაშობდა ოპოზიციაში მოსაზრებების გაერთიანებისა და კონსოლიდაციის მიმართულებით. ჩვენ ამ ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, ამის მიუხედავად დღის წესრიგი არის საკმაოდ ნათელი, ამ ძალიან მუქ ფერებში სიტუაციის წარმოჩენას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს ისევ მისცეს უფლება, რომ ოპოზიციას ელაპარაკოს ხელის გადაგრეხვის მოდუსში. ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებთ ჩვენ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით მუშაობას და მზად ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ერთიანად წარუდგინა ხელისუფლებას. მოსალაპარაკებელი და საკონსულტაციო არაფერი არ არის, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი, რომლის ნაწილიც არის ყველა ოპოზიციური პარტია. თუ ვინმემ ამ დღის წესრიგიდან გადაუხვია, საზოგადოებას უნდა განუმარტონ, რატომ აღარ არიან ნაწილი იმ საერთო ოპოზიციური მოთხოვნისა, რომელსაც ხელი მოაწერეს“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ხელს უშლის დაპირისპირება და ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ისმოდა.

„თუ ეს რიტორიკა შეწყდება, ყოველთვის მზად ვართ, ვილაპარაკოთ „ქართულ ოცნებასთან“. ჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ერთიანი არის ბოიკოტში. ბოიკოტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ველაპარაკებით „ქართულ ოცნებას“. ამიტომაც ყველანი კარგად უნდა გავუფრთხილდეთ ამ ერთიან ბოიკოტს და ერთიან სულისკვეთებას, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც შეუძლია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულება“, – განაცხადა ბუაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის 46-ე პრეზიდენტის გვერდი @PresElectBiden-ი რამდენიმე საათში 835 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე: „ვაშინგტონ პოსტს“, როდესაც ტრამპის მაგალითი მოჰყავს და რაღაც კუთხით ბიძინა ივანიშვილს ადარებს, „ქართული ოცნების“ წევრები ამას კარგად უნდა დაუკვირდნენ