საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ორ მონაკვეთზე შეზღუდვის რეჟიმია დაწესებული.

უწყების ცნობით, ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136, მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური–კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ147-კმ188 (მულახი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიაევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს