საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა.

როგორც დეპარტამენტი იუწყება, გიორგი სეთურიძე 2016 წლის მარტიდან დღემდე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი იყო. 2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩევლად ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებში, 2011-2015 წლებში კამარა თრეიდინგ კორპორეიშენის (აშშ) გენერალურ დირექტორად. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

,,გიორგი სეთურიძე 1969 წლის 10 იანვარს დაიბადა. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე, თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის წოდებით. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჩინელი ტურისტები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ
შემდეგი სტატიაკიევის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეები ტერორიზმში დამნაშავეებად აღიარა