ზამთარში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება. თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 1.5 საათი დასჭირდება,– ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.
უწყების ცნობითვე, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.















