რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ზვავის ჩამოწოლის გამო 141-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა ოთხი ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.