საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ შეზღუდვებზე ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შეზღუდვები და სპეციალური მოძრაობის რეჟიმები დაწესებულია შემდეგი საავტომობილო გზების მონაკვეთებზე: თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, შიდასწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე. აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რის გამოც, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38 მონაკვეთზე ჩამოიშალა მთის ფერდობი და დაკეტა გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ. აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.