25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: დასავლეთიდან მომავალი სატვირთოები დროებით ნარეკვავი-მცხეთა-ზაჰესის მარშრუტით გადააგილდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, არაგვის ხიდზე დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები დროებით ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდებიან. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 მსგავსი შეფერხებების პრევენციის მიზნით, 13 აგვისტოს 00:00 საათიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი ნარეკვავი-მცხეთა-ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდება.
 საპირისპირო მიმართულებით სატვირთო ავტომობილების, ხოლო ორივე მიმართულებით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაშიმლეთაში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიაშსს: დევდორაკში მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა