საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სუს-ის და შსს-ს თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე გიგა კიკნაველიძე, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიგა კიკნაველიძემ, მოქალაქეს, 50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გატანის სანაცვლოდ 5 000 ლარი მოსთხოვა.

სუს-ის ინფორმაციით, გიგა კიკნაველიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქრთამის სახით, მის მიერ მოთხოვნილი 5000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე – გოგი თოფაძე არაფერს არ დატოვებს
შემდეგი სტატია“არ ვიცი რატომ უნდა იყოს ადამიანი ნაწყენი, თუ კი ის ტენდერს ვერ იგებს” – მანანა კობახიძე კოალიციაში დაპირისპირებაზე