საავიაციო საწვავის გაძვირების გამო Georgian Airways რეისების ოპტიმიზაციას იწყებს,_ წერს BMG კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ავიაკომპანია დიდ ზარალს ნახულობს. მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს ოპტიმიზაციის კუთხით და რასაკვირველია, მცირდება რეისები იმ მიმართულებებით, რომლებიც ნაკლებად დატვირთულია. შესაძლებელია, პირობითად კიდევ 100 რეისი შესრულდეს ამ რეჟიმში, მაგრამ 101-ე რეისი უკვე ვეღარ შესრულდება და თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა, ავიაკომპანია შესაძლოა გაკოტრების რეჟიმში გადავიდეს. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას. დღეს მათთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ გამოსავალი მოიძებნება და გარკვეული დახმარების შემთხვევაში კომპანია შეძლებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.
როგორც მოგახსენეთ, ნაკლებად დატვირთულ მიმართულებებზე სიხშირეები მცირდება. ეს არის ოპტიმიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, რასაც მენეჯმენტი ახორციელებს,“ – უთხრა Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ვიქტორია კლიმიჩევამ BMG-ს.














