საავიაციო ქარხანაში ივანიშვილს ბიტკოინის საწარმო აქვს – ელისო კილაძე

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ერთერთი სტრატეგიული ობიექტი, სადაც ივანიშვილი ბიტკოინებს გამოიმუშავებს, საავიაციო ქარხანაა. კილაძის თქმით, სწორედ, საავიაციოს ელექტროენერგიას მოიხმარს მაინერები, რომელიც დიდი რაოდენობით ბიკოინებს გამოიმუშავებს.

“ბიტკოინებთან დაკავშირებით – სვანეთი და გალი – კიდევ სად აქვთ? – საავიაციო ქარხანაში. და საავიაციო ქარხნის დენს მოიხმარს ის მაინერები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინები გამომუშავდება. საავიაციო ქარხანა არის ქვეყნის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი.

საავიაციო ქარხანაში ნათელა თურნავას და ირაკლი ღარიბაშვილს უკვე ჰყავდათ ჩამოყვანილი რუსული კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც საერთოდ უნდათ, რომ იყიდონ საავიაციო ქარხანა.

დაქცეულია ეს ქვეყანა “, – თქვა ელისო კილაძემ

აქვე გეტყვით, რომ მესტიამ 2019 წელს იმდენი ელექტრო ენერგია დახარჯა, რამდენიც 19-მა რაიონმა ერთად.

banner
წინა სტატიაშიინჯია: სააკაშვილს თუ უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს
შემდეგი სტატიავაშაძე: თებერვლიდან გააქტიურდება მუშაობა