საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის ექიმის ინფორმაცით, საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს.

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსი.

„დეკემბრის პირველი ნახევრიდან ვირუსული ინფექციით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. ძირითადად ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება ბე ტიპის ვირუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პაციენტს დახმარება გავუწიოთ და ამისთვის მზად ვართ. ადგილების რაოდენობა საკმარისი გვაქვს“,- განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, გადაუდებელი მედიცინის ექიმმა თამარ ყიყიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისესხის გამცემ სუბიექტებს პირველი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად ქონების ჩადება
შემდეგი სტატიახონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა