„საათის ნაცვლად გავიკეთებ“-ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ

თუ დამნაშავე ვარ, აქ კი არ უნდა ვიდგე, ციხეში უნდა ვიჯდე, გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს, საათის ნაცვლად გავიკეთებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ჰქონდა მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებდა.

„ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას ვერავინ შეძლებს დუნიაზე. ჩვენი საჩივარი რომ არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან. ახლა დამიმატეს, რომ სამაჯური უნდა გავიკეთო, ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონულ სამაჯურს. გადმომცემენ სარეზოლუციო ნაწილს და უკეთ ვნახავ. ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან. მე ისეთივე პარლამენტის წევრი ვარ, როგორც დანარჩენი 150. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, რომ იჯექი სახლში, არ გამოხვიდეო. გავიკეთებ, კი ბატონო, თქვენც ხომ გიკეთიათ საათი, საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს. ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისარწმუნოება ერთი გვაქვს და საჭმელი, აბა ევროპა სჯობია? პიდარასტების, ცისფერების და ლესბოსელების ქვეყანა? – “ქართული ოცნების” წევრის მორიგი სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიათავისუფლებაში ელექტრონული სამაჯურით – ადვოკატის განცხადებით, მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება