საათის განმავლობაში უკრაინელებმა მტრის სამი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ ჩამოაგდეს – საჰაერო ძალების სარდლობა

უკრაინის საჰაერო ძალებმა შავი ზღვიდან გაშვებული სამი რუსული რაკეტის განადგურება მოახერხეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსამსახური წერს.

„გავრცელებულია ინფორმაცია, რომ 14 ივნისს, 12:20-დან 13:20 საათამდე დროის ინტერვალში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს ერთდროულად სამი საკრუიზო რაკეტა (სავარაუდოდ „კალიბრის“), რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შავი ზღვიდან გაუშვეს“, – წერს პრესსამსახური.

banner
წინა სტატიაშისირცხვილია იყო რუსი – რუსმა პოლიციის მაიორმა სამხედრო ბილეთი დაწვა
შემდეგი სტატიაევროკომისიის პრესმდივანი აცხადებს, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს