საატესტატო გამოცდებში 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა

საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით, 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის განცხადებით, შედეგები პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც გასულ წლებში იყო.

„დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც ვერ გადალახეს საატესტატო გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია.
კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება. ანუ რამდენად რეალურად შეუძლია ამოხსნას მაგალითები, მაგალითად, მათემატიკაში, ან სხვა საგნებში“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში,,საპატრიარქოში განხეთქილების შემოქმედი, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია”
შემდეგი სტატიაC ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება