საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5.5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოსწავლემ გაიგოს, გადალახა თუ არა ბარიერი და არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქულას. ცვლილებები შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
”მთავარი პრინციპია, გადალახა თუ ვერ გადალახა მოსწავლემ ბარიერი და არა – კონკრეტული ქულა. ეს მნიშვნელოვანი სიახლე წელს დაინერგება და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შევაჯერეთ მოსაზრებები. როგორც კი დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, ის კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი. შესაბამისად, მას კონკრეტული ქულა აღარ დაეწერება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად – მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : ნებისმიერი დამნაშავე, იქნება ეს ვინმე „ლავასოღლი“, თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერი დღეს აგებს პასუხს კანონის წინაშე
შემდეგი სტატია83 მილიონიანი მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” იატაკი დაზიანდა