სოციალური მომსახურების სააგენტომ 2026 წლის 8 ივლისს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ახალი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
მიმდინარე მონაცემებით, საქართველოში ფულად საარსებო შემწეობას 106 195 ოჯახი იღებს.
სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ დასაქმების პროგრამაში სულ 40 801 ოჯახია ჩართული.
















