ლევან ბერძენიშვილი: ესეც ხომ მეჭიაურივით რთული საკითხი არ არის

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის განსაზღვრის პროცესში პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ჩართული.ბერძენიშვილი ამბობს, რომ დავით უსუფაშვილი აღნიშნულ საკითხში კომპეტენტურია და ის იმედს გამოთქვამს, რომ თარიღზე შეთანხმება დროულად მოხდება.

“საქართველოს პარლამენტი და მისი თავმჯდომარე, რომელიც ყველაზე კვალიფიციურია საარჩევნო საკითხებში, არ არის სათანადოდ ჩართული, არ მიიჩნიეს საჭიროდ. პრეზიდენტმა და პრემიერმა საკმაოდ სერიოზული შეუთანხმებლობა გამოავლინეს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამაში მაინც გავერკვევით, ესეც ხომ მეჭიაურივით რთული საკითხი არ არის,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუშეთის გზაზე ჩამოწოლილ ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები – ვინ ჩაანაცვლებს “რესპუბლიკელ” მინისტრებს?