საარჩევნო უბანზე დაპირისპირება, შესაძლოა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის სამინისტრომ “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მთავარი სიახლე კოდექსში შესატანი მუხლის პროექტია, რომელიც სრულიად ახალი მუხლია და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის შემდეგ ქმედებებს: საარჩევნო უბანზე, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგიტაციის ადგილას, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კამპანიის ადგილას, ან კამპანიის ღონისძიების ადგილას, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას, ან სხვა სახის ძალადობას, ან მუქარას.

წულუკიანის თქმით, თუკი აღნიშნულ ქმედებას არ მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაშინ ამგვარ ქმედებაზე მთავრობა პარლამენტს სთავაზობს, რომ იყოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში – 3 წლის ვადით, ხოლო თუ საქმე შეეხება ჯგუფურ დანაშაულს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

წულუკიანის თქმით, ასევე მკაცრდება ცემის, 125-ე მუხლი

“ეს არის საკმაოდ სუსტი და არ აძლევს არც შსს-ს, არც პროკურატურას და საბოლოო ჯამში არც მოსამართლეს, რომ ამგვარი ქმედებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინის. მთლიანობაში გაგიმხელთ და გეტყვით, რომ მთავრობის სხდომაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, ყველა ერთსულოვანი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის პოლიტიკა, რომ ამგვარი ქმედებები მკაცრად დაისაჯოს, აღიკვეთოს და საქართველოს, როგორც ქვეყნის სახე, არ იყოს წიხლები, ჩხუბი, ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისიპირება და ანგარიშსწორება. ჩვენ ეს კულტურა როგორმე უნდა დავასრულოთ ერთად“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო)26 მაისის აღსანიშნავად სტამბოლში ბოსფორის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: პატრიარქის იდეის გარშემო ვიმუშავებთ