საარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური თეა წულუკიანის გადადგომას არ ადასტურებს“საარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება”-ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა.

იუსტიციის მინისტრის თქმით სამინისტროს, ანალიტიკურმა დეპარტამენტმა რამდენიმე ქვეყნის მოდელი შეისწავლა და კანონის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკვე გააცნეს მთავარ პროკურატურას.

ახალი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, აგიტაციის ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობა ან ძალადობის მუქარა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი იქნება.

კანონის პროექტი ჯარიმას ან 4 წლამდე პატიმრობას გაითვალისწინებს.

წინასწარი მონაცემებით 4 წლამდე პატიმრობა იმოქმედებს იმ პირებისათვის, რომლებიც საარჩევნო უბანზე ან აგიტაციის ადგილზე ჯგუფურ თავდასხმას განახორციელებენ. ახალი ინიციატივით, მსუბუქი შემთხვევის სასჯელად 2 წლამდე პატიმრობა და ჯარიმა განისაზღვრა.

იუსტიციის მინისტრი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს 27 მაისს მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანმა ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა
შემდეგი სტატიაიმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს