საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ პატიმრებზე შეთანხმება შედგა-გიგა ბოკერია

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს

“ორივე საკითხზე, რომელიც აუცილებელი იყო და არის ვითარების განსამუხტად და შედარებით ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად, შეთანხმება არის მიღწეული”, – ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ.

“ერთი საკითხი არის საარჩევნო სისტემის საკითხი, ცალკე დოკუმენტად შედგა ამაზე შეთანხმება, ცალკე შედგა შეთანხმება მემორანდუმზე – პოლიტიკური პატიმრების საკითხი. შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არცერთ მხარეს აღარ ქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ყველა ამ პირის გათავისუფლებას პატიმრობიდან. ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ახლა მთავარია შეთანხმება შესრულდეს”, – ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, “ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს”.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს და საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: მიღწეულია შეთანხმება, 20 ივნისის შემდეგ დაკავებული ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს