მანანა კობახიძე: საარჩევნო სია შედგენილი ჯერ არ არის, მაგრამ სიაში ყოფნას ვგეგმავ

rezonansi

პარლამენტს მეტი კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი და ფინანსისტი სჭირდება, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში სპორტსმენებისა და მსახიობების ყოფნაც მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ 20/30-ის ეთერში განაცხადა.

“საარჩევნო სია შედგენილი ჯერ არ არის. პროცესი კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მე არ ვმონაწილეობ, მაგრამ სიაში ყოფნას ვგეგმავ. პროფესიონალური ნიშნით შერჩეული ახალი სახეები იქნება, თუმცა, პოლიტიკური გამოცდილების მქონე ძველი სახეების არსებობაც მნიშვნელოვანია. პარლამენტს მეტი კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი და ფინანსისტი სჭირდება, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში სპორტსმენებისა და მსახიობების ყოფნაც მნიშვნელოვანია. კონსულტაციები ბევრ საინტერესო ადამიანთან მიმდინარეობს. თამარ ჩუგოშვილზე და თეა წულუკიანზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე, არ განიხილება საკითხი, თუ ვინ იქნება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე”.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ნატოში