საარჩევნო შტაბში დაპირისპირება არ არის, ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვით – რულოვსი

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, ზუგდიდის საარჩევნო შტაბში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სანდრა რულოვსის თქმით, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, რაც ბუნებრივი პროცესია.

„რა თქმა უნდა ხანდახან არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ბუნებრივია. ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა ადამიანს ყავს თავისი წრე, მხარდამჭერი. ყველას აქვს თავისი ფუნქცია, დადებითი წარსული და ჩვენ ყველა ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე აღებული”, – აცხადებს სანდრა რულოვსი.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე , ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიატაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება