საარჩევნო შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე 40 პირია დაბარებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საარჩევნო შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე 40 პირია დაბარებული. ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

აუდიტის სამსახურს სხვადასხვა პარტიების შემომწირველი პირების თანხების წარმომავლობის კანონიერებაზე კითხვები აქვს.

პარტიებისა და დამოულკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა 29 მილიონ 212 ათას 382 ლარი შეადგინა. წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა კი, 39 მილიონ ლარზე მეტი იყო. ყველაზე მეტი შემოწირულობა, 19 მილიონ ლარზე მეტი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, შემდეგ მოდის “სახელმწიფო ხალხისთვის”, 4 მილიონ 278, 541 ათასი ლარი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მილიონ 63 ათასი, ხოლო “პატრიოტთა ალინსმა” მილიონ 19 ათასი ლარი მიიღო მიიღეს.

აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა 1016 შემომწირველი ფიზიკური და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერება. ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შირის “ოცნების” შემომწირველი 35, “ნაციონალური მოძრაობის” 12, “სახელმწიფო ხალხისთვის” 42 და “პატრიოტთა ალიანსის” 18 შემომწირველი. 40 პირი კი, გამოკითხვაზეა დაბარებული.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : „ჩვენი 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი მაჩვენებელია”
შემდეგი სტატიასაქართველოს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა