საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, პოლიტიკური პარტიები შეძლებენ ემოციები გვერდზე გადადონ და ღირსეული არჩევნები ჩატარდეს.

მისი განმარტებით, დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ტარდება, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.

“მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა რაც მიმდინარეობს ყველანაირი ექსცესების გარეშე. უწყებათაშორისი სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და მინდა თეა წულუკიანს წარმატება ვუსურვო დღევანდელ სხდომაზე” , – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : იმედი მაქვს, პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ