საარჩევნო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის 111 საქმეზე დაიწყო გამოძიება

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელდა მყისიერი რეაგირება,- ნათქვამია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ერთწლიან სამუშაო ანგარიშში, რომელიც შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ყველა ფაქტსა და სამართალდამცავ ორგანოებში შესულ ყველა განცხადებაზე, რომლებიც შეეხებოდა არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დარღვევებს, უწყებათაშორის კომისიას მუდმივად მიეწოდებოდა ინფორმაცია პროკურატურის რეაგირების თაობაზე.

„პროკურატურის ზედამხედველობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ უმოკლეს ვადებში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 111 საქმეზე, მათგან 20 საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო; 15 საქმეზე 24 პირის მიმართ სხვადასხვა კვალიფიკაციით დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე დევნადაწყებული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ მუშაობას საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დანაშაულის ფაქტებზე სათანადო საპროცესო ხელმძღვანელობისა და დროული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიმართულებით“,- ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ჩვენ გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი გახდეს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული არის დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში