საარჩევნო პერიოდში გაკეთებული შემოწირულობები-აუდიტის სამსახური “ევროპული საქართველოსა” და ენმ-ის დაჯარიმებას ითხოვს

უკანონო შემოწირულობებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დაჯარიმებას სასამართლოში ითხოვს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 1 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში1 მიღებულია 25,397,818 ლარის შემოსავალი, საიდანაც 60%-ს შემოწირულებები შეადგენს. პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 1 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში4 დახარჯულია 24,711,584 ლარი, რაც ძირითადად ნაწილდება სატელევიზიო რეკლამებსა და შრომის ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნილ მასალებს შორისაა საქმეები ევროპული საქართველოს და ენმ-ს დაჯარიმების მოთხოვნით:

აუდიტის სამსახურმა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დააკისრა პარტია ევროპულ საქართველოს – 103 ათასი ლარი. უწყება ევროპულ საქართველოს მოძრაობა თავისუფალი საქართველოს მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენებას ედავება.

ნაციონალურ მოძრაობას კი აუდიტის სამსახურმა 73 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის მიზეზად შპს „ავტოჰაუსი – რუსთავი 2011“-ის მიერ განხორციელებული შემოწირულება სახელდება, ოქმი შედგენილია კომპანიის მიმართ, ხოლო პარტიას უნდა დაეკისროს მიღებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულება, ასევე ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის“ მიერ თელავსა და გორში ნაქირავები 2 ოფისის გამოყენება. ოქმი შედგენილია შემოწირულებისმიმღების მიმართ.

რაც შეეხება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” 199 170 ლარით დაჯარიმდა.

საქმე ეხება, პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სოციალურ ქსელში განთავსებული სააგიტაციო პოსტებს.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ
შემდეგი სტატიაკობი-გუდაურის მონაკვეთზე მეხუთე დღეა, მოძრაობა აკრძალულია