საარჩევნო ოლქში შეჭრის ფაქტი სამტრედიაში

დღეს, 11:47 საათზე, შეხვედრების დარბაზის კარი ძალადობრივად გააღეს და ოლქში ვიდეოგადამღები კამერით შეიჭრნენ ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი საოლქო კომისიაში და მისი თანხმლები არაუფლებამოსილი უცნობი პირები; ამის შესახებ ,,თაიმერს” ცესკოდან აცნობეს.

მაშინ, როდესაც სამტრედიის ოლქისკომისიის წევრები, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად,ამოწმებდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატისმხარდამჭერ მოქალაქეთა ხელმოწერების ბლანკებს.ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებებით ხელსუშლიდნენ კომისიის მუშაობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერგამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციისსაქმიანობის ხელშეშლა, რაც უკვე ტენდენციის სახეს იძენს და არჩევნებისდაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს,საერთაშორისო პარტნიორებსა და მთელ საზოგადოებას, მიმართოსძალისხმევა საარჩევნო პროცესებში ძალადობრივი ქმედებებისპრევენციისთვის და ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისგანხორციელებას.თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებელ,კანონიერ ფორმას, რომ მოქალაქეებს და ჩართულ მხარეებს ჰქონდეთშესაძლებლობა, მშვიდ საარჩევნო გარემოში მოახდინონ საარჩევნოუფლებების რეალიზაცია და განახორციელონ საკუთარი საქმიანობა.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
შემდეგი სტატიამერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესა და არქიტექტორს პატიმრობა შეეფარდათ