საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური, საოლქო და საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთდროულად მოეწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებულები არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. პირველად მსგავს დოკუმენტს 2010 წელს მოეწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშიერთპარტიულად, ძალმომრეობით და ხელის გადაგრეხვით მიღებული კონსტიტუცია – ოპოზიცია მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსის” კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას უყურადღებობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს