3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც საარჩევნო პროცედურების, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.

ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

ცვლილების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან. ორგანული კანონის პროექტით ასევე დგინდება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტეგრირება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში დაშვებული იყო, აქამდე ეს პრობლემურად არასდროს წარმოჩენილა.

„ამიტომ, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ არსებული პრაქტიკის შეცვლა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არჩევნები 2028 წლამდე არ არის დაგეგმილი და ამიტომ ჩნდება კითხვები, რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილების ახლა შეტანა.

ცვლილებებს წინ უძღოდა 2025 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რის შედეგადაც ემიგრანტ ქართველებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით, მათთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ
შემდეგი სტატიაფრიდრიხ მერცი – თეირანის სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ერთ აზრზე ვართ