საარჩევნო კოდექსის ეს ვერსია სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტს – თამარ კორძაია

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. დეპუტატებმა კოდექსი მეორე მოსმენით, მუხლობრივად უნდა განიხილონ. ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ მომზადებულ ვერსიას აკრიტიკებს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს.

მმართველ გუნდში კი ცვლილებების დადებით მხარეებზე საუბრობენ.

“რომელიმე რაიონის ხელმძღვანელი, რაიონის მაჟორიტარი არ უნდა იყოს ამ რაიონის ბატონ-პატრონი . ის არის ხალხის რჩეული. არა აქვს მნიშვნელობა რამოდენიმე რაიონის იქნება ეს თუ მთელი ქვეყნის“, – განაცხადა ქართული ოცნება-მრეწველების მდივანმა, ზურაბ ტყემალაძემ.

რესპუბლიკელების წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით კი, “წარმოდგენილი ვერსია სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტთან“.

banner
წინა სტატიაში“ერთ ქვეყანაში – თბილისში, სოხუმში და ცხინვალში სამი საელჩო არ შეიძლება იყოს” – დავით ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიაევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში სპეციალურ პრესკონფერენციას 14:30 საათზე გამართავს