„საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სუბიექტის სახელწოდება შეიცვალოს“ – თამარ ჟვანია

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, ცესკო საშუალებას არ აძლევს არჩევნებში მონაწილეობა „ძალა ერთობასიას“ სახელით მიიღოს – ამის შესახებ განცხადება დღეს გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სუბიექტის სახელწოდება შეიცვალოს:

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში სუბიექტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით დაარეგისტრირა.

მოგვიანებით, თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში მათ მომმართეს სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩემი განკარგულებით, თვითმმართველობის, ანუ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რაც ტარდება თერჯოლასა და სამტრედიაში, სახელი შეეცვალათ და ახლა დარეგისტრირებული არიან „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” სახელით.

მათ ასევე მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ეს მომართვა ეხებოდა ცესკო-ს კომისიურ გადაწყვეტილებას. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს და ეს იყო კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშულებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეიცვალოს სახელი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი : „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, პროცესები ერთგვარი რევოლუციური სცენარით წარმართონ
შემდეგი სტატია„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება